განმარტებები
ზოგადი ხელშეკრულება- საგადახდო მომსახურების ზოგადი ხელშეკრულება, პირობები, რომლებიც ვრცელდება მერჩანტებზე.
დეპოზიტი - მერჩანტის Paysera-ს ანგარიშზე რეზერვირებული სახსრები, რომელიც უზრუნველყოფს მერჩანტის მიმართ გადამხდელთა მოთხოვნებს, რომლებიც წარმოიქმნება დავების შედეგად.
ელექტრონული მაღაზია- კითხვარში მითითებული მერჩანტის ვებგვერიდი, სადაც მერჩანტი საკუთარ საქონელსა და მომსახურებას სთავაზობს მის მომხმარებელს.
თანხის დაბრუნება- ტრანზაქციის განხილვისას მიღებული საჩივარი მერჩანტის წინააღმდეგ თანხის დასაბრუნებლად, ICCO-ს წესებისა და რეგულაციების მიხედვით
კითხვარი- კითხვარი, სადაც მერჩანტი წარადგენს დეტალურ ინფორმაციას საკთარი თავის, ელექტრონული მაღაზიის, საქონლისა და მომსახურებების და მისაღები ბარათის ტიპების შესახებ. კითხვარი წინამდებარე დანართის განუყოფელი ნაწილია.
ბარათი- Visa/Visa Electron, MasterCard ან Maestro საგადახდო ბარათები, რომლებიც გამოიყენება ტრანზაქციების შესასრულებლად.
ბარათის მფლობელი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, ვინც იხდის ბარათით მერჩანტის საქონლის და/ან მომსახურებისთვის ელექტრუნულ მაღაზიაში.
მერჩანტი - Paysera სისტემის მომხმარებელი, ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეესტრების ცენტრში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელმაც გააფორმა გენერალური ხელშეკრულება Paysera-სთან და საქონლისა და მომსახურების გაყიდვისას სარგებლობს გადახდის შეგროვების ერთი ან მეტი მომსახურებით, რომელიც არის სისტემაში მითითებული და Paysera-ს მიერ მოწოდებული სავაჭრო ობიექტებისთვის და მიზნად ისახავს Paysera-ს მიერ ხელახლა გაყიდული საგადახდო ბარათებით ონლაინ გადახდების შეგროვების მომსახურების გამოყენებას.
(*განმარტება: როდესაც საგადახდო მომსახურების ზოგადი ხელშეკრულების მომსახურების დებულებები გამოიყენება ყველა მომხმარებელზე - როგორც მერჩანტზე, ასევე სხვა მომხმარებლებზე - გამოიყენება ტერმინი "მომხმარებელი"; მაშინ როცა საგადახდო მომსახურების ზოგადი ხელშეკრულების დებულებები მიემართება მხოლოდ მერჩანტს, გამოიყენება ტერმინი "მერჩანტი").
PCI DSS - საგადახდო ბარათების ინდუსტრიის მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტები.
მყიდველი - გადამხდელი და/ან საბოლოო მიმღები მოწოდებული მომახურებისა და მერჩანტის მიერ გაყიდული საქონლის , რომელიც იყენებს სისტემას გადახდების შესაგროვებლად.
პროექტიმერჩანტის მიერ მოწოდებული საქონლისა და/ან მომსახურების დეტალური აღწერა მყიდველებისგან გადასახადების შეგროვების მიზნით მერჩანტის მიერ მოწოდებული საქონლის ან მომსახურებისთვის, სისტემაში მითითებული მეთოდებით.
პარტნიორი ბანკი - ბანკი, რომელიც უზრუნველყოფს ბარათების მიღებისა და ადმინისტრირების მომსახურებას და თანამშრომლობს Paysera-სთან, როდესაც მერჩანტს აძლევს მყიდველების ბარათით გადახდების მიღების შესაძლებლობას (AS Latvijas pasta banka, რეგ. No. LV50103189561, მისამართი Brīvības 54, რიგა, ლატვია, LV-1011, www.lpb.lv, [email protected]).
ავტომატური საგადახდო დავალების მომსახურება- მომსახურება, რომელიც მერჩანტს საშუალებას აძლევს მყიდველს შესთავაზოს ავტომატური ბილინგის დარეგისტრირების შესაძლებლობა და მყიდველითვის გადასახადის დაწესება ავტომატურად და/ან რეგულადურად მყიდველის საგადახდო ბარათის გამოყენებისთვის.
შესყიდვების შეგროვების წესები - საჯაროდ წარდგენილი და მერჩანტის მიერ დამოწმებული წესები, რომლებიც არეგულირებს მერჩანტის ელექტრონულ მაღაზიაში შეძენილი საქონლისა და/ან მომსახურების შესყიდვების გაუქმებას.
წესები და რეგულაციები - Visa Europe Operating Regulations და/ან MasterCard Bylaws და წესები მათ მიმდინარე ვერსიებში.
ინტერფეისი - ინტერფეისი (პროგრამული უზრუნველყოფა) Paysera-სა და Merchant-ს შორის, რომელიც უზრუნველყოფს ტრანზაქციის ავტორიზაციის შეტყობინებების მიღებას და ბარათების ადმინისტრირებას, რეალურ დროში.
ტრანზაქცია- ფინანსური მოქმედების შესრულება, რათა მოხდეს ბარათის გამოყენებით ელექტრონულ მაღაზიაში საქონლის ან მომსახურების შეძება.
ტრანზაქციის მონაცემები - ინფორმაცია ტრანზაქციისა და ბარათის შესახებ, რომელიც გამოიყენება ტრანზაქციისა და ბარათის მფლობელთა იდენტიფიკაციისთვის.
ICCO -Visa და/ან MasterCard საკრედიტო ბარათის საერთაშორისო ორგანიზაცია.
ზოგადი დებულებები
1. გადახდების ონლაინ შეგროვების მომსახურება მერჩანტს აძლევს შესაძლებლობას მყიდველებისგან შეაგროვოს გადახდები, სისტემაში მითითებული ბარათების გამოყენებით.
2. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობისას მერჩანტის მიმართ გამოიყენება ზოგადი ხელშეკრულების ყველა პირობა, დანართი „ონლაინ გადახდების დამუშავება ელექტრონული ბანკინგისა და სხვა სისტემების მეშვეობით“ და აღნიშნულ დანართში და ICCO-ს წესებში გათვალისწინებული დამატებითი პირობები. მერჩანტი ადასტურებს, რომ წაიკითხა წინამდებარე პირობები და იღებს ვალდებულებას, დაიცვას ისინი. ICCO-ს წესები და რეგულაციები ასევე ვრცელდება მერჩანტზე. ხელშეკრულებას, მის დანართებსა და ICCO-ს წესებსა და რეგულაციებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ICCO-ს წესებსა და რეგულაციებს. წინამდებარე დანართის ტერმინები გამოიყენება გენერალურ ხელშეკრულებაში მითითებული მნიშვნელობით.
3. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობამდე მერჩანტმა უნდა წარუდგინოს Paysera-ს:
3.1. მათი პროექტი, რომელიც შექმნილია სისტემაში;
3.2. შევსებული კითხვარი, რომელიც მოწოდებულია Paysera-ს მიერ;
3.3. Paysera-ს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები.
მერჩანტს მომსახურება მიეწოდება მხოლოდ მას შემდეგ რაც წარადგენს ყველა დოკმენტს და Paysera-ს მიერ მოთხოვნილ ყველა ინფორმაციას და მას შემდეგ რაც Paysera (ან პარტნიორი ბანკი) დაამტკიცებს მერჩანტს.
4. Paysera-ს აქვს უფლება არ დაადასტუროს პროექტი და არ გაუწიოს მომსახურება მერჩანტს, ყოველგვარი ახსნის გარეშე.
5. იმისათვის რომ დაიწყოთ მომსახურებით სარგებლობა, მერჩანტმა უნდა შეასრულოს ტექნიკური ინტეგრაცია Paysera-ს მიერ მოწოდებული ინტეგრაციის ინსტრუქციების შესაბამისად.
6. აღნიშნული დანართი ადგენს და განსაზღვრავს ონლაინ გადახდების შეგროვების პირობებსა და მხარეთა ვალდებულებებს, როდესაც გადამხდელი უხდის მერჩანტს ბარათებით, ინტერნეტის საშუალებით.
7. აღნიშნული დანართი შედგენილია ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს გადახდის მომსახურების მიწოდებას და საგადახდო ბარათებით გადახდებს, ICCO-ს წესებისა და რეგულაციების და Paysera-ს პარტნიორ-ბანკების მიერ დადგენილი ბარათების გამოყენების წესების შესაბამისად.
8. აღნიშნული დანართი არის ზოგადი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი და შესაბამისად, წაკითხული და განმარტებული უნდა იყოს ერთად, სახელშეკრულებო დოკუმენტების ზოგადი კონტექსტის შესაბამისად.
9. დანართი მიემართება მხოლოდ იურიდიულ პირებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეესტრების ცენტრში და დადებული აქვთ გენერალური ხელშეკრულება Paysera-სთან.
მერჩანტის უფლება-მოვალეობები
10. მერჩანტი იღებს ვალდებულებას:
10.1. ბარათის მფლობელისგან მიიღოს ბარათები, რომლებიც მითითებულია მერჩანტის კითხვარში, როგორც გადახდის ინსტრუმენტი, მის ელექტრონულ მაღაზიაში მოწოდებული საქონლისა და მომსახურებისთვის;
10.2. გადაიხადოს საკომისიო გადასახადი მომსახურებისთვის, რომელიც მითითებულია Paysera-ს ვებგვერდზე ;
10.3. თუ ბარათის მფლობელი უარს იტყვის შეძენილ საქონელზე და/ან მომსახურებაზე, ან თუ მერჩანტი სათანადოდ არ აწვდის საქონელს და/ან მომსახურებას, მერჩანტი, შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ, იღებს ვალდებულებას დაუბრუნოს ბარათის მფლობელს ტრანზაქციის თანხა ნაწილობრივ ან სრულად მერჩანტის მიერ დადასტურებული და მყიდველებისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი შესყიდვების გაუქმების წესების შესაბამისად;
10.4. Paysera-სგან თანხის დაბრუნების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, მერჩანტი იღებს ვალდებულებას აცნობოს Paysera-ს თავისი გადაწყვეტილების შესახებ 3 კალენდარული დღის განმავლობაში: დააბრუნოს თანხა ან გაასაჩივროს ყოველივე, მიაწოდოს Paysera-ს ტრანზაქციის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ მერჩანტი არ ეთანხმება მყიდველის მოთხოვნას თანხის დაბრუნების შესახებ და ასაჩივრებს მას, მათ უნდა დაფარონ ყველანაირი ხარჯი რომელიც დავის შედეგად წარმოიშვება, მათ შორის საჩივრის განხილვისა და გასაჩივრების საკომისიო და ასევე პოტენციური საარბიტრაჟო ხარჯები;
10.5. გამოიყენეთ მხოლოდ Paysera-ს მიერ მოწოდებული ინტერფეისი ელექტრობნულ მაღაზიებში ბარათების გამოსაყენებლად;
10.6. დარწმუნდით, რომ მერჩანტის თანამშრომლები ან წარმომადგენლები პასუხისმგებელნი არიან აღნიშნული დანართის, ICCO-ს წესებისა და რეგულაციების შესრულებასა და მათ შესწორებებზე;
10.7. ითანამშრომლოს და მიაწოდოს Paysera-ს საჭირო დახმარება ელექტრონულ მაღაზიაში ბარათის მფლობელთა ტრანზაქციებზე დავის შემთხვევაში;
10.8. აცნობეთ Paysera-ს ნებისმიერი თაღლითური ან არაავტორიზებული ქმედებების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ბარათებთან და აღნიშნულ დანართში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან;
10.9. მიიღოს ყველა მოქმედი და სათანადოდ იდენტიფიცირებული ბარათი, როგორც ინსტრუმენტები უნაღდო ანგარიშსწორებისთვის საქონლისა და/ან მომსახურებისთვის, საქონლისა და/ან მომსახურების ფასის მითითებით ტრანზაქციის დროს;
10.10. უზრუნველყოს მათი ელექტრონული მაღაზიის შესაბამისობა ICCO-ს წესებთან და რეგულაციებთან და ICCO-ს სხვა მოთხოვნებთან;
10.11. გაგზავნოს Paysera-ს მიერ მოთხოვნილი ტრანზაქციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა (ფაქსით, ელ.ფოსტით, რეგისტრირებული ფოსტით ან სხვა გზით, როდესაც შესაძლებელია მიწოდების ფაქტის დადასტურება). თუ მერჩანტი ვერ გამოაგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტებს ზემოთ მითითებულ ვადაში, მან უნდა აცნობოს ამის შესახებ წერილობით და მიუთითოს ინფორმაციის მიწოდების თარიღი და მიზეზი, რის გამოც ინფორმაცია დროულად არ გაიგზავნა ან საერთოდ არ იგზავნება. თუ Paysera-ს წარმომადგენელი მოვა მერჩანტის შენობაში, მას უფლება აქვს მიიღოს ტრანზაქციის დამადასტურებელი ინფორმაციის ასლი;
10.12. შეასრულოს Paysera-ს გენერალური ხელშეკრულება და მისი დამატებები, პარტნიორი ბანკის ინსტრუქციები (თუ ასეთია გათვალისწინებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების პერიოდში) და საერთაშორისო საკრედიტო ბარათის ორგანიზაციების წესები. პასუხისმგებლობა ასევე მოქმედებს ამ დანართის ხელმოწერის შემდეგ მიღებული ბარათების მიღების წესებზე, ბრძანებებსა და მოთხოვნებზე;
10.13. იძლევა გარანტიას, რომ მათი საქმიანობა კანონიერია და დარჩება ლეგალური დანართის მოქმედების პერიოდის განმავლობაში, ასევე შეესაბამება და შეასრულებს მერჩანტის ადგილზე მოქმედ სამართლებრივ აქტებსა და ICCO-ს წესებსა და დებულებებს;
10.14. Paysera-ს მოთხოვნის შესაბამისად აღნიშნული დანამატის ან ICCO-ს წესებისა და რეგულაციების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, მერჩანტი იღებს ვალდებულებას აღკვეთოს ასეთი დარღვევა შეტყობინების მიღებიდან 3 დღეში;
10.15. მერჩანტს შეუძლია გამოიყენოს გადახდების შეგროვების მომსახურება მხოლოდ მერჩანტის ელექტრონულ მაღაზიებში და მხოლოდ ვებსაიტების მისამართებით (URL), რომლებიც მითითებულია მერჩანტის მიერ მოწოდებულ კითხვარსა და პროექტში და დადასტურებულია Paysera-ს მიერ. თუ დადასტურებულ პროექტში ან/და კითხვარში მითითებულ ინფორმაციაში რაიმე ცვლილებაა, მერჩანტმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს Paysera-ს, ხოლო პროექტში და/ან კითხვარში შესწორებები დასტურდება იმავე პროცედურის მიხედვით, როგორც თავად პროექტი და/ან კითხვარი;
10.16. Paysera-სგან მოთხოვნის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ შეასრულონ ცვლილებები მათ ვებსაიტებზე და განახორციელონ სხვა საჭირო და შესაბამისი ქმედებები, რათა უზრუნველყონ მერჩანტის შესაბამისობა ICCO-ს წესებთან სავაჭრო ნიშნების გამოყენების შესახებ;
10.17. წარმოადგინოს Paysera-ს მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია ( თუ მერჩანტი არ შეასრულებს მოთხოვნას, Paysera-ს უფლება აქვს შეზღუდოს მომსახურებების მიწოდება);
10.18. მუდმივ საფუძველზე, სასწრაფოდ მიაწოდოს Paysera-ს მისი თითოეული ოფისის მიმდინარე მისამართი, მერჩანტის მიერ გამოყენებული ყველა „ბიზნესის კეთების“ (DBA) სახელწოდება და გაყიდული საქონლისა და მოწოდებული მომსახურების სრული აღწერა;
10.19. შეატყობინოს ბარათის მფლობელებს მიმდინარე საგადახდო ბარათის მიღების ან არ მიშების შესახებ ნათლად და ცალსახად, კერძოდ, ლოგოების ჩვენებით, რომლებიც მიუთითებენ საგადახდო ბარათების მიღებაზე მის ვებსაიტზე აშკარად თვალსაჩინოდ, პარტნიორი ბანკის მოთხოვნების შესაბამისად;
10.20. აშკარად და ცალსახად აცნობოს ბარათის მფლობელს მერჩანტის ვინაობის შესახებ ურთიერთქმედების ყველა ეტაპზე, რათა ბარათის მფლობელმა ადვილად განასხვავოს მერჩანტი ნებისმიერი სხვა მხარისგან (როგორიცაა მერჩანტის პროდუქტების ან მომსახურების მიმწოდებელი);
10.21. უზრუნველყოს მომდევნო მოთხოვნები მერჩანტის ვებგვერდზე:
10.21.1. ვებგვერდზე თვალსაჩინოდ აჩვენოს და შეძლოს მერჩანტის სახელისა და მასზე მოცემული ნებისმიერი ინფორმაციის იდენტიფიცირება;
10.21.2. მერჩანტი უნდა დარწმუნდეს, რომ ბარათის მფლობელს გააზრებული აქვს რომ მერჩანტი არის პასუხისმგებელი ტრანზაქციაზე, პროდუქტის მიწოდების (ფიზიკური თუ ვირტუალური) ან მომსახურების გაწევის ჩათვლით, მომხმარებელთა მომსახურებისა და დავის გადაწყვეტისთვის, ყოველივე ტრანზაქციის მოქმედი პირობების შესაბამისად.
10.22. მიაწოდოს ყველანაირი ინფორმაცია და დოკუმენტები Paysera-ს, რომელთაც იგი მიიჩნევს რელევანტურად აღნიშნული დანართის შესასრულებლად, ზედმეტი შეფერხების გარეშე, Paysera-ს მოთხოვნით. მერჩანტი წერილობით, დაუყონებლივ და ზედმეტი შეფერხების გარეშე აცნობებს Paysera-ს მოწოდებულ ინფორმაციაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ (განსაკუთრებით კორპორატიული მიზნის ცვლილებების, პროდუქციის ასორტიმენტის ტიპის ცვლილებების, კომპანიის გაყიდვების ან ლიზინგის ან მესაკუთრის ნებისმიერი სხვა ცვლილების შესახებ, ცვლილებები კომპანიის იურიდიულ ფორმაში ან კომპანიის სახელწოდებაში; ცვლილებები მერჩანტის ფინანსურ მდგომარეობაში, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მერჩანტის ვალდებულებების სწორად შესრულებას, რაც გამოწვეულია აღნიშნული დანამატით). მერჩანტი ვალდებულია, Paysera-ს მოთხოვნით, წარმოადგინოს დოკუმენტები, რომლებიც არ არის ინგლისური, დამოწმებულ ინგლისურ თარგმანთან ერთად. მერჩანტი გარანტიას იძლევა, რომ ყველა მოწოდებული ინფორმაცია სწორი და მისაღებია;
10.23. დაიცვას საწესდებო დებულებები, რომლებიც გამოიყენება მერჩანტისა და მისი ბიზნეს საქმიანობის მიმართ, კერძოდ, მომხმარებელთა დაცვის კანონებისა და რეგულაციების შესახებ. კერძოდ, მერჩანტმა უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია საქონლისა და მომსაუხურების შესახებ, რომელიც შემოთავაზებულია მათი ვებსაიტების მეშვეობით და რომლებისთვისაც ისინი სთავაზობენ გადახდას ბარათის მეშევეობით, ყველა ინფორმაცია წარმოდგენილი ცალსახად, მკაფიოდ, ადვილად მისაწვდომად და დროულად, ისევე როგორც ნორმატიული დებულებების შესაბამისად:
10.23.1. სათაო ოფისის სრული დასახელება და მისამართი, კომერციული რეესტრი, სადაც არის კომპანია რეგისტრირებული, კომპანიის კოდი და ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც უნდა იყოს წარმოდგენილი ბიზნეს წერილით, შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
10.23.2. ზოგადი წესები და პირობები, დებულებები გაუქმების ან/და დაბრუნების უფლებებთან დაკავშირებით, თანხის დაბრუნების დამუშავებასთან დაკავშირებით და, საჭიროების შემთხვევაში, წინასახელშეკრულებო ინფორმაციის შესახებ;
10.23.4. ქვეყნები, რომლებშიც მერჩანტი გაწევს მიწოდების მომსახურებას და მიწოდების მოქმედი პირობები;
10.23.5. ვალუტა, რომელშიც მერჩანტი ათავსებს თავის საქონელს ან მომსახურებას
10.23.6. მერჩანტის მომხმარებელთა მომსახურების სრული მისამართის დაზუსტება, კომუნიკაციის ყველა არსებული საშუალების ჩათვლით;
10.23.7. მონაცემთა დაცვის დებულებები, კერძოდ, მერჩანტის მიერ გამოყენებული მონაცემთა დაცვის პრინციპები მომხმარებელთა მონაცემების გამოყენებისა და გადახდის მონაცემების დასამუშავებლად;
10.23.8. ხელმისაწვდომი უსაფრთხოების პროცედურები (მაგალითად, ავთენტიფიკაციის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება ბარათებით შესრულებული გადახდებისთვის);
10.23.9. მერჩანტის მიერ შემოთავაზებული საქონლისა და მომსახურების სრული აღწერა;
10.23.10. ბილინგისა და კონტრაქტის შესრულების დრო;
10.23.11. იმ დროის განსაზღვრა, რომელშიც ბარათის დებეტირება მოხდება.
11. მერჩანტს არ აქვს უფლება:
11.1. ბარათით შესრულებული გადახდისთვის დამატებით საკომისიო (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დადგენილია კანონმდებლობით და შეესაბამება Paysera-ს და პარტნიორ-ბანკს, ICCO-ს წესების შესაბამისად). თუ დამატებითი საკომისიო გათვალისწინებულია კანონმდებლობით, ის უნდა ჩაითვალოს ტრანზაქციის თანხაში, მისი შეგროვება არ შეიძლება განცალკევებით ;
11.2. ტრანზაქციის მინიმალური თანხის განსაზღვრა;
11.3. ბარათის მიღება, როგორც საგადახდო, რათა დაფაროს ან გადააფინანსოს ნებისმიერი სხვა საქონელი ან მომსახურება ან სხვა ვალდებულება, ვიდრე ეს მითითებულია აღნიშნულ დანართში ან კითხვარში;
11.4. გასცეს ნაღდი ფული ტრანზაქციისთვის ან მისი გაუქმების შემდეგ;
11.5. ტრანზაქციის შესასრულებლად შემდგომი გადასახდელებისთვის გასცეს თამასუქი, ჩეკი ან სხვა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
11.6. დაყოს ტრანზაქცია ცალკეულ ნაწილებად;
11.7. შეინახოს და გაამჟღავნოს ბარათის მფლობელის მონაცემები, ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების თარიღი, CVC/CVV და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ბარათის ან ბარათის მფლობელის მიღებასთან მესამე პირებისთვის. მერჩანტის აღნიშნული პასუხისმგებლობა განუსაზღვრელია;
11.8. მესამე პირის მიერ შესრულებული კომერციული საქმიანობისთვის ბარათის მიღება, როგორც საგადახდო ინსტრუმენტის;
11.9. გასცეს ელექტრუნული თანხა, როგორც ტრანზაქციის შედეგი;
11.10. გამოიყენოს ბარათის მონაცემები სხვა მიზნებით გარდა ტრანზაქციის დამუშავებისა, მის შესრულებალდე, შესრულების დროს და მის შემდეგ;
11.11. წარადგონიოს ტრანსაქციის შესასრულებლად, რომელიც არის თაღლითური ან არაავტორიზებული ბარათის მფლობელისმიერ შესრულებული, მაშინ როცა მერჩანტმა იცის ან უნდა იცოდეს ამის შესახებ; ასევე, ტრანზაქცია, რომელიც სრულდება თაღლითური მიზნით მერჩანტთან შეთანხმებით. მერჩანტი პასუხისმგებელია მათი თანამშრომლების, აგენტების, შუამავლების და წარმომადგენლების ქმედებებზე ამ დანამატის პირობების შესრულებისას;
11.12. გაამხილოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც გახდა ცნობილი მესამე მხარის წინაშე აღნიშნულ დანართში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას;
11.13. წარადგინოს ბარათის ტრანზაქციები, რომლებიც პარტნიორი ბანკის მიერ იყო გაუქმებული. პარტნიორ-ბანკის მიერ უარყოფილი ბარათის ტრანზაქცია დამუშავდება მხოლოდ ICCO-ს წესებისა და რეგულაციების შესაბამისად;
11.14. შესთავაზოს ბარათის მფლობელს შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს ერთდროულად ერთი ტრანზაქციის საშუალებით მერჩანტის ან მესამე მხარის კომპანიების მიერ გაწეულ სხვადასხვა მომსახურებებზე და/ან წევრობებზე („ჯვარედინი გაყიდვები“);
11.15. გამოთქვას პრეტენზია გადაიხადოს უკანონო ან ამორალური საქონლის ან მომსახურებებისთვის;
11.16. მიიღოს ბარათის მფლობელის მიერ ფიზიკურად წარმოდგენილი საგადახდო ბარათი;
11.17. მოსთხოვოს ბარათის მფლობელს უარი თქვას ტრანზაქციის დავის უფლებაზე;
11.18. დაუშვას საეჭვო გარიგებები, თუ:
11.18.1. ბარათის მფლობელის მოთხოვნით საგადახდო ტრანზაქციის მთლიანი თანხა გადანაწილდება რამდენიმე ბარათზე;
11.18.2. ბარათის მფლობელი, გადახდამდე, განაცხადებს პოტენციური პრობლემის შესახებ ბარათის მიღებასთან დაკავშირებით; ან
11.18.3. ერთზე მეტი საგადახდო ტრანზაქცია უნდა განხორციელდეს სხვადასხვა დროს ერთი და იმავე ბარათით ზედიზედ ორი (2) კალენდარული დღის განმავლობაში.
12. მერჩანტი ადასტურებს და ეთანხმება რომ:
12.1. ICCO არის ბარათის სავაჭრო ნიშნების ერთადერთი და ექსკლუზიური მფლობელი. მერჩანტს შეუძლია გამოიყენოს ICCO-ს ან პარტნიორი ბანკის ლოგოები, სასაქონლო ნიშნები და ნიშნები მარკეტინგული მიზნებისთვის მხოლოდ პარტნიორ-ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით, თუ სხვაგვარად არ არის უფლებამოსილი აღნიშნულის გასაკეთებლად;
12.2. ICCO-ს შეუძლია ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე და რაიმე მიზეზით აუკრძალოს მერჩანტს ბარათის სასაქონლო ნიშნების გამოყენება და/ან მოსთხოვოს მერჩანტთან წინამდებარე დანართის შეწყვეტა (პარტნიორ-ბანკს ასევე აქვს წინამდებარე უფლება);
12.3. ICCO-ს შეუძლია ნებისმიერ დროს აღასრულოს ICCO-ს წესებისა და რეგულაციების ნებისმიერი დებულების შესრულება და აუკრძალოს მერჩანტს შეასრულოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც იწვევს ან შეიძლება ზიანი მიაყენოს ICCO-ს, მათ შორის საქმიანი რეპუტაციისა და ზიანი, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს გაცვლის სისტემის მთლიანობაზე და საფრთხე შეუქმნას ICCO-ს კონფიდენციალურ ინფორმაციას;
12.4. მერჩანტი შეასრულებს ICCO-ს ყველა მოქმედ წესსა და რეგულაციას, შესაბამისი ცვლილებებისა და წესების დამატებების გათვალისწინებით;
12.5. მერჩანტი არ დაობს ბარათის სავაჭრო ნიშნების საკუთრებაზე;
12.6. მერჩანტი თავს შეიკავებს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ან შეაფერხოს ICCO მათი უფლებებით სარგებლობაში.
13. გამონაკლის შემთხვევებში (მაგალითად, თუ მერჩანტი მიაღწევს 1,000,000 წლიურ ბრუნვას თითო ბარათის ბრენდზე (Visa ან Mastercard), პარტნიორ-ბანკის ან ICCO-ს მოთხოვნის შესაბამისად, გააგრძელოს მომსახურების მიწოდება, მერჩანტს შეიძლება მოეთხოვოს პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმება. პარტნიორ-ბანკს და შეწყვიტოს ან შეცვალოს აღნიშნული დანართი პარტნიორ-ბანკის ან ICCO-ს მოთხოვნების შესაბამისად.
Paysera-ს უფლებები და მოვალეობები
14. ინტერფეისის მეშვეობით Paysera გადასცემს ინფორმაციას მერჩანტის მიერ მოწოდებული ტრანზაქციის შესახებ პარტნიორ-ბანკს და პარტნიორ-ბანკის პასუხს ტრანზაქციის შესახებ მერჩანტს.
15. Paysera-ს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია თანხის დაბრუნების შესახებ და სხვა ინფორმაცია მერჩანტის შესახებ მოთხოვნილი პარტნიორ-ბანკის ან ICCO-ს მიერ.
16. Paysera ატყობინებს მერჩანტს, რომ Paysera-ს და ბარტნიორ ბანკის აქვთ შემდეგი უფლებები:
16.1. დააკავოს ტრანზაქციის სახსრები 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ ICCO-ს მოთხოვნების ან რეკომენდაციების მიხედვით, ტრანზაქცია უნდა გადამოწმდეს;
16.2. დააკავოს ტრანზაქციის სახსრები 180 დღემდე, თუ ICCO-ს წესების თანახმად, წარდგენილია მოთხოვნა თანხის დაბრუნების შესახებ ან წარმოიშობა რეალური საფრთხე, რომ ასეთი მოთხოვნა იქნება წარდგენილი;
16.3. დააკავოს ტრანზაქციის სახსრები და შეაჩეროს სხვა ტრანზაქციების ავტორიზაცია, თუ არსებობს ფულის გათეთრების ან სხვა საეჭვო ტრანზაქციების ეჭვი.
17. Paysera-ს აქვს უფლება:
17.1. ჩამოჭრას ტრანზაქციის თანხები მერჩანტის Paysera-ს ანგარიშიდან, თანხის დაბრუნების მოთხოვნის მიხედვით, ICCO-ს წესების შესაბამისად;
17.2. დააკავოს თანხების ოდენობა, რომელიც ემთხვევა მერჩანტთან გაგზავნილ ნებისმიერ ფინანსურ მოთხოვნას Paysera-ს ან პარტნიორი ბანკის მიერ;
17.3. შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა მერჩანტის მიერ შესრულებული ოპერაციები აღნიშნული დანართის პირობებს;
17.4. მოითხოვოს მერჩანტმა, მიაწოდოს Paysera-მ ინფორმაცია თავისი შიდა პროცედურების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ინტერფეისთან და ადმინისტრირებასთან და გადახდების გაუქმებასთან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, მოთხოვნის მიღებიდან;
17.5. დააკავოს მერჩანტის Paysera-ს ანგარიშზე ნებისმიერი ხარჯის ოდენობა, მათ შორის პარტნიორი ბანკის ან ICCO-ს ჯარიმები, სამართლებრივი ხარჯები და ტრანზაქციის თანხები, რომლებიც დავის საგანი იყო Paysera-ს მიერ მერჩანტის აქტივობისა და ტრანზაქციების გამო ელექტრონულ მაღაზიაში.
18. Paysera იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს, რომ იგი შეასრულებს ყველა PCI DSS მოთხოვნას, რომელიც გამოიყენება Paysera-სთვის, რამდენადაც იგი დაკავშირებულია საგადახდო ბარათის მონაცემების შენახვასთან, დამუშავებასთან და გადაცემასთან და საგადახდო ბარათის მონაცემების უსაფრთხოებასა და შენახვის გარემოსთან.
19. Paysera, საგადახდო მომსახურების მიწოდებისას, ამუშავებს მყიდველების პერსონალურ მონაცემებს, როგორც გადამხდელების, ლიეტუვას რესპუბლიკის პერსონალური მონაცემების სამართლებრივი დაცვის შესახებ კანონითა და ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები რეგულირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით .
20. მყიდველების პერსონალური მონაცემები, რომლებიც არ შედის ხელშეკრულების მე-19 პუნქტში მითითებული პერსონალური მონაცემების კატეგორიაში, მუშავდება მერჩანტსა და Paysera-ს შორის დადებული პერსონალური მონაცემების დამუშავების ხელშეკრულების შესაბამისად.
გადახდები და პასუხისმგებლობები
21. Paysera იღებს ვალდებულებას, ჩარიცხოს მყიდველების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების თანხები, საკომისიო გადასახადით გამოკლებით, მერჩანტის მიერ მითითებულ Paysera-ს ანგარიშზე. საკომისიო გადასახადები მითითებულია Paysera-ს ვებგვერდზე .
22. Paysera-ს უფლება აქვს დააკავოს დეპოზიტი მერჩანტის Paysera ანგარიშზე 180 დღემდე (თუ თანხის დაბრუნების მოთხოვნა არ არის წარმოდგენილი). დეპოზიტის სტანდარტული ზონა, როგორც გადახდის ჯავშნის და მისი დაკავების ვადები მოცემულია აქ . Paysera-ს შეუძლია დააწესოს დეპოზიტის სხვა ზომები და მისი დაკავების ლიმიტები ინდივიდუალურად თითოეული მერჩანისთვის.
23. Paysera-ს უფლება აქვს წინასწარი გაფრთხილების გარეშე ჩამოჭრას შემდეგი თანხები ნებისმიერი მერჩანტის Paysera ანგარიშიდან:
23.1. ტრანზაქციის თანხა, თუ Paysera-მ მიიღო ინფორმაცია პარტნიორ-ბანკიდან თანხის დაბრუნების ან ჩარიცხვის შესახებ, რომელიც შესრულდა ICCO-ს წესებისა და რეგულაციების შესაბამისად;
23.2. პარტნიორ-ბანკის და/ან ICCO-ს მიერ Paysera-ს მიერ დაწესებული ყველა ჯარიმა ან საკომისიო მერჩანტისათვის ტრანზაქციის დამადასტურებელი ინფორმაციის დროულად არ წარდგენის გამო;
23.3. პარტნიორ-ბანკის და/ან ICCO-ს მიერ Paysera-ს დაწესებული ყველა ჯარიმა ან სხვა საკომისიო, პირდაპირ ან ირიბად, რამდენადაც ეს ჯარიმები ან სხვა საკომისიო გამოწვეული იყო მერჩანტის ტრანზაქციებით ან მერჩანტის მიერ ბარათების მიღებისას დაშვებული შეცდომების ან ყალბი, არასწორი მონაცემების გაგზავნის გამო ან როდესაც ისინი დაკავშირებულია აღნიშნული დანართის შესრულებასთან;
23.4. ყველა ჯარიმა ან სხვა საკომისიო ან გაწეული ხარჯი, რომელიც დაეკისრება Paysera-ს პარტნიორ-ბანკის და/ან ICCO-ს მიერ, თუ მერჩანტი არღვევს ICCO-ს წესებსა და რეგულაციებს, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული შემთხვევების, თაღლითური ტრანზაქციის თანხების და გარიგების დამუშავებით. გაწეული ხარჯები მოიცავს Paysera-ს და პარტნიორ-ბანკის ხარჯებს, თუ ICCO დააკისრებს ჯარიმას მერჩანტის ტრანზაქცია(ებ)თან დაკავშირებით;
23.5. ყველა გაწეული ხარჯი ან ჯარიმა და სხვა საკომისიო, დაკისრებული Paysera-ს პარტნიორ-ბანკის და/ან ICCO-ს მიერ, თუ მერჩანტი გაუმჟღავნებს ბარათის მონაცემებს მესამე მხარეს ან იყენებს აღნიშნული დანართის საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას სხვა უკანონო ან არაკეთილსინდისიერი გზებით;
23.6. ყველა ჯარიმა ან სხვა საკომისიო ან გაწეული ხარჯი, რომელიც დაეკისრება Paysera-ს პარტნიორ-ბანკის და/ან ICCO-ს მიერ, თუ მერჩანტმა არ შეინახა ტრანზაქციის მონაცემები (გარდა სენსიტიური მონაცემებისა, რომლებიც აკრძალულია PCI DSS-ის მოთხოვნების შესაბამისად);
23.7. თუ მერჩანტი არღვევს გენერალურ შეთანხმებას და/ან აღნიშნული დანართს და Paysera-მ გაიღო ხარჯები ამის გამო.
24. იმ შემთხვევაში, თუ ICCO დააკისრებს ჯარიმას ან რაიმე სხვა გადასახადს Paysera-ს ან პარტნიორ-ბანკს მერჩანტის ტრანზაქციებთან ან სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებული დარღვევის გამო, აღნიშნული დანართის ან ICCO-ს წესებისა და რეგულაციების შესახებ, მერჩანტმა, პირველი მოთხოვნის შესაბამისად, უნდა გაანთავისუფლოს Paysera მსგავსი გადასახადებისა თუ ჯარიმებისგან ან გადაიხადოს ისინი თავად. ამისათვის არარელევანტური იქნება გამართლებული ჯარიმა. კომპენსაციის ანაზღაურების მოვალეობა ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მერჩანტს არ ჰქონდა შესაძლებლობა გაესაჩივრებინა ან დაეცვა Paysera მის გადახდამდე. Paysera-ს აქვს უფლება ჩამოჭრას თანხა მერცანტის Paysera ანგარიშიდან სისტემაში, რათა დაფაროს ყველა ჯარიმა და ყველა სხვა ხარჯები, მერჩანტის დარღვევებით გამოწვეული ჯარიმების ჩათვლით და ასევე დაფაროს Paysera-სა და პარტნიორი ბანკების ხარჯები, დარღვევების თავიდან ასაცილებლად.
25. თუ მერჩანტის ანაგრიშზე არასაკმარისი თანხებია ჯარიმების, ხარჯების ან აღნიშნული დანართით აღებული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობების დასაფარად, მერჩანტი თანახმაა Paysera-ს გადაუხადოს თანხის მოთხოვნილი ოდენობა 5 სამუშაო დღეში, Paysera-სგან მიღებული შეტყობინების მიღებიდან, Paysera-ს მიერ მითითებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვით.
26. მერჩანტი აძლევს Paysera-ს შეუქცევად მინდობილობას, რათა ჩამოჭრას მერჩანტისგან თანხები, რომლებიც დაკავშირებულია მერჩანტის საჩივრებთან და სადავო ანაზღაურებასთან ან ჯარიმებთან, დამატებითი დადასტურების ან მინდობილობის გარეშე.
27. მერჩანტი იძლევა გარანტიას და პირდაპირ პასუხისმგებელია Paysera-ს წინაშე ნებისმიერ დროს აღნიშნული ნაკისრი ვალდებულებების სათანადო შესრულებასა და წესებისა და რეგულაციების მკაცრ დაცვაზე.
28. მერჩანტმა უნდა დაიცვას და აუნაზრაუროს Paysera-ს ზიანი, რომელიც მერჩანტის ქმედებებითა თუ უმოქმედობის შედეგად იქნება გამოწვეული. ამასთან დაკავშირებით, მერჩანს ასევე ეკისრება Paysera-ს სამართლებრივი დაცვის ხარჯებს, მათ შორის სასამართლოსა და იურიდიულ ყველა სახის საფასური.
29. იმ შემთხვევაში, თუ მერჩანტი დაარღვევს აღნიშნულ დანართს და/ან ICCO-ს წესებისა და რეგულაციების დებულებებს, Paysera-ს ასევე აქვს უფლება:
29.1. დააკავოს მერჩანტის თანხები მანამ სანამ აღმოჩენილი დარღვევა არ იქნება შესწორებული და მითითებული ჯარიმები გადახდილი;
29.2. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული დანართით, გამონაკლის შემთხვევებში, სხვა დანამატებით და ზოგადი ხელშეკრულებით, გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება.
30. მერჩანტი ასევე ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა 25000 ევროს ოდენობით აღნიშნული დანართის დებულებების ყოველი არსებითი დარღვევისთვის.
31. Paysera არ არის პასუხისმგებელი მერჩანტის ან მესამე მხარის ზარალზე, რომელიც გამოწვეულია საკომუნიკაციო კომპანიების, სხვა ბანკების ან მესამე მხარის ქმედებების ან შეუსრულებლობის გამო.
32. Paysera არ არის პასუხისმგებელი მერჩანტის ზარალზე, რომელიც გამოწვეულია აღნიშნული დანართის ან ზოგადი ხელშეკრულების პირობებით შესრულებული ტრანზაქციის თანხების დაკავების ან შეჩერების გამო.
აუდიტი
33. Paysera-ს, პარტნიორ-ბანკს და/ან ICCO-ს უფლება აქვთ ჩაატარონ ყოველწლიური ან ინციდენტზე დაფუძნებული ადგილობრივი აუდიტი მერჩანტის ბიზნესის, სისტემებისა და შენობების ან დაკავშირებული ადგილების ან მერჩანტისა და მერჩანტის ინტერესთა სისტემები ან მომსახურების პროვაიდერები უზრუნველყოფს საჭირო წვდომის მინიჭებას. მერჩანტი ვალდებულია გადაიხადოს ყველა ხარჯი, რომელიც წარმოიქმნება Paysera-ს, პარტნიორი ბანკისა და/ან ICCO-ს აუდიტთან დაკავშირებით
მომსახურების მიწოდების შეწყვეტა
34. Paysera-ს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომსახურების მიწოდება ცალმხრივად დანამატის მიხედვით და შეაჩეროს თანამშრომლობა მერჩანტთან, რომელიც აცნობებს მათ ამის შესახებ, თუ იგი დაადგენს, რომ:
34.1. მერჩანტმა მიაწოდა არასწორი ინფორმაცია Paysera-ს;
34.2. მერჩანტმა არ შეატყობინა Paysera-ს მერჩანტის იურიდიული სტატუსის ცვლილების შესახებ ან სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ, რომელიც მოცემულია აღნიშნულ დანართში;
34.3. მერჩანტი არ ასრულებს ICCO-ს მოთხოვნებს ან რეკომენდაციებს ან არღვევს აღნიშნული დანართის რომელიმე დებულებას;
34.4. მერჩანტი გადახდისუუნაროა;
34.5. მერჩანტის Paysera-ს ანგარიში შესაძლოა დაკავდეს;
34.6. მერჩანტი დაკავშირებულია ისეთ საქმიანობებთან, რომლებიც ზიანს აყენებს Paysera-ს, პარტნიორ ბანკს ან ICCO-ს;
34.7. მერჩანტი ეწევა ისეთ საქმიაობას, რომელიც თაღლითურ და/ან არაკანონიერ ქმედებად არის მიჩნეული;
34.8. მერჩანტი, დადგენილი პროცედურის დარღვევით, იყენებს საგადახდო ბარათებით გადახდების შეგროვების მომსახურებას ვებსაიტების მისამართებზე (URL), რომლებიც არ არის მითითებული მერჩანტის პროექტში ან მის შესწორებებში და არ არის დადასტურებული Paysera-ს მიერ;
34.9. თუ ამას მოითხოვს ICCO ან პარტნიორი ბანკი;
34.10. სხვა მნიშვნელოვან შემთხვევებში
35. მომსახურების მიწოდების შეწყვეტის შესახებ გაფრთხილება არ ათავისუფლებს მერჩანტს ყველა ზარალის დაფარვისაგან და ასევე არ ათავისუფლებს სხვა მერჩანტებს Paysera-ს წინაშე ვალდებულებების შესრულებისგან.
36.Paysera-ს უფლება აქვს შეწყვიტოს მომსახურების გაწევა მიმდინარე დანართის შესაბამისად, წინასწარ გაფრთხილების გარეშე თუ პარტნიორი ბანკი უარს იტყვის ან არ აქვს უფლება გაუწიოს წინამდებარე მომსახურება ან გამოიყენოს შესაბამისი ბარათის სავაჭრო ნიშნები, და ასევე თუ Paysera დაკარგავს რელევანტური მომსახურებების გაწევის უფლებას.
ავტომატური დავალების მომსახურებასთან დაკავშირებული დებულებები
37. იმისათვის რომ ისარგებლოთ ავტომატური დავალების მომსახურებით, მერჩანტმა Paysera-ს უნდა წარუდგინოს შესაბამისი პროექტი ან პროექტის ცვლილება. ყველა ზემოაღნიშნული პირობა ვრცელდება მერჩანტზე, რომელიც იყენებს ავტომატური დავალების მომსახურებას აღნიშნულ თავში მითითებული პუნქტების გარდა.
38. იმ შემთხვევაში თუ მერჩანტი მიიღებს რაიმე ავტომატურ დავალებას, მერჩანტმა უნდა აუხსნას ბარათის მფლობელს ქმედებები, რომლებიც ბარათის მფლობელმა უნდა განახორციელოს საქონლის ან/და მომსახურების მიწოდების/მოწოდების გაუქმების მიზნით და მასთან დაკავშირებული გადასახადები, როდესაც ბარათის მფლობელი გააუქმებს საქონელს და/ან მომსახურებას; და არ უნდა წარუდგინოს ტრანზაქციის მონაცემები ICCO-ს მას შემდეგ, რაც ICCO ან ბარათის მფლობელის გამცემი დაწესებულება ითხოვს ბარათის მფლობელის მოთხოვნით მომსახურების მიწოდების შეწყვეტას.
39. იმისათვის რომ ისარგებლოთ ავტომატური დავალებით, მერჩანტმა მყიდველთან უნდა დადოს ავტომატური დავალების ხელშეკრულება (შემდგომში RTA), სადაც მერჩანტმა უნდა:
39.1. მიიღოს მყიდველის მკაფიო თანხმობა შეკვეთის ან გაყიდვის ადგილზე პერიოდულად გადაიხადოს ავტომატური დავალების მომსახურებისთვის და შეთანხმდეს თანხმობის ვადაზე;
39.2. აღნიშნული თანხმობის მიღებისას მერჩანტმა მყიდველს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
39.2.1. გადახდის თარიღი და იქნება თუ არა იგი ფიქსირებული თუ ცვალებადი;
39.2.2. კომუნიკაციის შეთანხმებული მეთოდი ყველა მომავალი კორესპონდენციისთვის.
39.3. შეინახეთ ამ თანხმობის მტკიცებულება იმ ფორმატში, რომელშიც ის იყო მიცემული (როგორიცაა ელექტრონული ფოსტა, სხვა ელექტრონული ჩანაწერები, ქაღალდის დოკუმენტები ან პროცესების მკაფიო აღწერა, თუ ნებართვა მოცემულია პროცესში და არ არსებობს პროცესის ნებართვის გარეშე გაგრძელების შესაძლებლობა) ამ განმეორებადი გადახდის ხანგრძლივობისთვის და მიაწოდოს იგი Paysera-ს (ან მყიდველის ბარათის გამცემს) მათი მოთხოვნით.
40. ყველა ავტომატური დავალება უნდა იყოს ავტორიზებული. ავტომატური დავალების ავტორიზაციის მიუღწევლობამ ან განმეორებადი ტრანზაქციის მომხმარებელისთვის წარდგენამ, რომელიც ადრე იყო უარყოფილი, შეიძლება გამოიწვიოს ICCO-ს შეუსაბამობის ქმედება.
41. მერჩენტი უნდა დარწმუნდეს რომ ისინი არ:
41.1. გამოიყენებს ნებისმიერ სხვა გადასახადს, გარდა RTA-ში მითითებულისა;
41.2. წარადგინოს ავტომატური დავალება თუ ის მიიღებს პასუხს, რომელიც მიუთითებს გაუქმებულ ავტორიზაციაზე, შემდგომი ტრანზაქციისთვის;
41.3. წარადგინოს არასწორი ან შეცდომაში შემყვანი ავტორიზაციის მონაცემები, ბარათის შეჩერების მონაცემების გვერდის ავლით;
41.4. ავტორიზაციის შემდეგ არ შეინახოს ბარათის მონაცემები.
42. მერჩანტმა უნდა:
42.1. დარწმუნდეს, რომ ბილინგი დაუყოვნებლივ შეჩერდა მას შემდეგ რაც მომხმარებელი შეასრულებს გაუქმების პირობები- წარუდგინა მათ გაუქმების დადასტურება, ასევე ინფორმაცია როდის უნდა შესრულდეს ბოლო გადახდა, თუ ჯერ არ შესრულებულა ან კრედიტი, თუ როდის უნდა დამუშავდეს იგი;
42.2. დარწმუნდეს რომ მომხმარებელი ინფორმირებულია თუ ვერ ხერხდება საქონლის ან მომსახურების მიწოდება ან მიწოდების თარიღი გადაიწევს შეთანხმებულთან შედარებით;
42.3. გადაამზადოს მერჩანტის გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების სამსახურის თანამშრომლები შესაბამისი პროცედურებისთვის, რათა დაარეგულირონ და წარადგინონ ავტომატური ტრანზაქციები.
43. მერჩანტმა უნდა ისარგებლოს კომუნიკაციის შეთანხმებული მეთოდებით და ავტომატური დავალების შესრულებამდე ან დაუყოვნებლივ მისი დამუშავების შემდეგ გაუგზავნოს შეტყობინება მომხმარებელს თუ მას მიემართება მოცემულთაგან რომელიმე:
43.1. წინა ავტომატური დავალებიდან 6 თვეზე მეტია გასული;
43.2. RTA შეიცვლება, ანგარიშის ნებისმიერი ცვლილების ან ავტომატური გადარიცხვის თარიღის ნებისმიერი ცვლილების ჩათვლით.
44. მერჩანტი უნდა დარწმუნდეს მომდევნო საკითხში:
44.1. უზრუნველყოს ავტომატური დავალების გაუქმების ონლაინ პროცედურა;
44.2. შეამოწმეთ მომხმარებელთა განაცხადების ჩანაწერები ავტომატურ დავალებებთან დაკავშირებული გაუქმების ან განახლების მოთხოვნების შესახებ;
44.3. თუ გაუქმების მოთხოვნა მიიღება ძალიან გვიან, რათა თავიდან აიცილოთ უახლესი განმეორებადი გადახდის განთავსება მომხმარებლის ანგარიშზე, დაამუშავეთ კრედიტი რაც შეიძლება მალე და აცნობეთ მომხმარებელს.
44.4. თუ მომხმარებელი დავობს ავტომატურ დავალებაზე და/ან მათი ბარათის გამცემი დაგიბრუნებს უკან, ეს არ შეიძლება იყოს გასაჩივრებული წესებისა და რეგულაციების მიხედვით. მერჩანტმა აღნიშნული საკითხი პირდაპირ მომხმარებელთან უნდა გააგრძელოს.
საბოლოო დებულებები
45. დანართი ძალაში შედის მას შემდეგ, რაც მერჩანტი გამოთქვამს თანხმობას მის პირობებზე ელექტრონულად, ანუ ელექტრონული ხელმოწერით და მას შემდეგ, რაც მერჩანტი წარადგენს Paysera-ს მიერ მოთხოვნილ დოკუმენტებს.
46. მიმდინარე დანართით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს ყველა საჭირო მინდობილობა, რათა შეუკვეთოს აღნიშნული მომსახურება იურიდიული პირის სახელით.
ხელშეკრულების ისტორია
ონლაინ გადახდების შეგროვება საგადახდო ბარათით ხელშეკრულების ვერსია 27.10.2020-მდე