გადახდის ინიციირების მომსახურება არის ინოვაციური გადახდის მეთოდი რომელიც დაფუძნებულია ღია ბანკინგის ტექნოლოგიაზე და საშუალებას აძლევს მომხმარებელს გადაიხადოს
პროდუქტისა თუ მომსახურების ღირებულება პირდაპირ თავისი საბანკო ანგარიშიდან ინტერნეტ ბანკინგის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით, საბარათე მონაცემების მითითების გარეშე.
აღნიშნული გადახდების მეთოდი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მომხმარებლებს შორის ევროპის ბაზარზე, მისი სიმარტივის,
სისწრაფის, კომფორტის და საკომისიოს გამო. აღნიშნული გადახდის მეთოდი საქართველოში პეისერა ბანკის მეშვეობით უკვე შესაძლებელია.